TRIPS ივენთების სერიის მეხუთე ნაწილი "SATURN"

   Line up: Puritan - იგივე დავით ჯაფარიძე, ქართულ საკლუბო სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა. მისი ცოცხალი შესრულება, მსგავსად ჩანაწერებისა Acid ჟღერადობით გამოირჩევა. დრამ-მანქანებით და სინთეზატორებით შესრულებული ლაივების მთავარ მამოძრავებელ ძალას იმპროვიზაცია და Acid ჟღერადობის მაქსიმალური ცვლა წარმოადგენს. ჩანაწერებს გამოსცემს თავისივე ლეიბლ “THELASTPURITAN” რეკორდსზე, რომლის მესამე ვერსიას იანვარში ვიხილავთ. ასევე 2018 წლის 21 აპრილს გამოიცემა მისი პირველი ფირფიტა ახლად დაარესებულ ესპანურ ლეიბლ “Artists Resistance Techno”- ზე, რომელშიც შევა ქართველი არტისტის აჩო შენგელიას, იგივე SHNGL-ის რემიქსიც.

 

   Frequency Shifter - გიგა არაბული ქართველი DJ და პროდიუსერია. მის მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ადგილობრივი ტექნო სცენის განვითარებამ, რამაც საკუთარი ჟღერადობა აპოვნინა. იგი სცენაზე 2017 წლის დასაწყისში გამოჩნდა და TRIPS-ის ღამეებიდან @Mars-ზე დაუკრაFrequency Shifter-ის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან : Luigi tozzi, dino sabatini, Claudio PRC, Korridor , Polar Inertia, murcof , Alessandro cortini , Roly Porter და ბევრი სხვა.

 

   Saphileaum - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი ანდრო გოგიბედაშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2015 წლის ბოლოს შეიქმნა. Saphileaum ხალხმა Newcomers Tbilisi-ში გამარჯვების შემდეგ გაიცნო. მის შთანოგების წყაროს წარმოადგენს ლოკალური სცენა და ეზოთერიკული არტეფაქტები თუ მოვლენები, თუმცა მთავარ ინსპირაციად მაინც ისეთი არტისტები რჩებიან, როგორიცააა: Anthony Linell / Abdulla Rashim, Acronym, Luigi Tozzi და Korridor. მისი ჟღერადობა გამოირჩევა ემბიენთ და ჰიპნოტური სივრცეებით. Saphileaum-ის სადებიუტო EP "As If Rivers Could Speak" გამოიცა 2016 წელს ავსტრალიურ ლეიბლ Controlled Violence-ზე, რომელზეც ასევე გამოცემულია "Sarp E.P.", სადაც შესულია მისი და Monreal-ის ნამუშევრები. ასევე გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NORITE, Lett Records, Soul Gathering და PalmStructure-ის ქველეიბლ Structural Realism-ზე.

 

   DMTree aka Delorean - დიმიტრი გონგლიაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ქართულ საკლუბო სცენაზე. მან აუდიტორის დიდი მოწონება დაიმსახურა DeLorean-ის სახელით ბათუმის Blow Bar-ში, გალერიში და Success Bar-ში. მის შთაგონების წყარო წარმოადგენს MR.G. DMTree ორიენტირებულია House და ამ ბოლო პერიოდში Psychdelic Trance ჟღერადობაზე.

 

ადგილმდებარეობა: ბერი გაბრიელ სალოსის 2 (ყოფილი ძრავების ქარხანა), კლუბ Elektrowerk-ის გვერდით.

მსგავსი ღონისძიებები
BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე, ელექტრონული მუსიკის ლეგენდა, დაბ ტექნოს ვეტერანი, მულტიინსტრუმენტალისტი პროდიუსერი MORITZ VON OSWALD წარსდგება.
კლუბი/ლაუნჯი
TRP - გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი David Willenberger-ის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ჰაუს, ტექნო, ეისიდ და ელექტრო ჟღერადობაზე.
კლუბი/ლაუნჯი
გარდა მუსიკისა, პუბლიკის სამხატვრო სივრცეში, ყველასთვის საყვარელი მხატვარი მარიამ უშიკიშვილი - მატილდა დაგხვდებათ.
კლუბი/ლაუნჯი
“ჩვენ” არ ვართ მხოლოდ მუსიკოსები, არტისტები, პროდიუსერები; “ჩვენ” ვართ ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს თარო ფირფიტებისთვის.თითოეული ადამიანისთვის ეს რაღაც თავისია.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები