Summer Set 2018-ის მეოთხე ჰედლაინერი ცნობილია

Summer Set Reincarnation-ს, რომელიც 27 ივლისს გაიმართება, კიდევ ერთი ჰედლაინერი, Gidge დაემატა. სამერ სეტის ერთგული მსმენელისთვის Gidge საკმაოდ კარგად ცნობილი პროექტია, რადგან ისინი 2015 წლის Fall Set-ის სტუმრებიც იყვნენ. ორი შვედი არტისტის, ჯონათან ნილსონის და ლუდვიგ სტოლტერმანის მუსიკალური თანამშრომლობა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში დაიწყო. პირველი შეხვედრიდან ძალიან მალე ისინი მიხვდნენ, რომ საერთო მუსიკალური გემოვნება ჰქონდათ, რაც ახალი პროექტის დაბადების საფუძველი გაჩნდა.

 

„ Umeå, ქალაქი, საიდანაც ჩვენ მოვდივართ ხშირად მოსაწყენ ადგილად მიიჩნევა“ – Gidge-ზე საუბრისას შეუძლებელია თავი ავარიდოთ მათ კავშირს კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცესთან და ცხოვრების წესთან. „მოწყენილობა კი არც ისე ცუდი რამეა. ზოგჯერ ეს განცდა უფრო შემოქმედებითს გვხდის.“ ჯგუფის წევრები ხშირად აღნიშნავდენ, რომ  პატარა და „მოსაწყენ“ ქალაქში ცხოვრება ბევრ გამოწვევებთან ასოცირდებოდა. თუმცა მათთვის ეს შეზღუდულობაც შთაგონების წყარო გახდა.

 

არტისტების სადებიუტო ალბომი 2014 წელს გამოიცა. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი ისეთი მუსიკის შექმნა იყო, რომელიც მსმენელში კონკრეტულ ემოციებს გამოიწვევდა. „გვსურდა ალბომი არა მხოლოდ მოესმინათ, არამედ ბოლომდე შეეგრძნოთ“ - სპეციფიკური მუსიკალური განწყობის და ჟღერადობის გამო Autumn Bells-მა მაშინვე მიიქცია მსმენელის ყურადღება. საველე ჩანაწერების, მსუბუქი ემბიენთ მუსიკის და ჰაუს ჟღერადობის საინტერესო სინთეზი Gidge-სთვის ისტორიების და განწყობების გადმოცემის ინსტრუმენტად იქცა. ეს ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო ჩანაწერშიც, სახელწოდებით Lulin. 43 წუთიანი ალბომი მხოლოდ ორი კომპოზიციისგან შედგება. თითოეული მათგანი, თავისი ქრონომეტრაჟის და დრამატურგიდან გამომდინარე, კონკრეტული ემოციების საუნდტრეკად შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ თითქმის აღარ შეიმჩნევა საცკევაო ელექტრონული მუსიკის ელემენტებიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ Gidge შემოქმედებით პროცესს სწორზახოვნად არ უყურებს.  ალბომზე საუბრისას ლუდვიგი ხაზს უსვამდა, რომ აუცილებელია მუსიკამ თავისი მისტიკური ხასიათი შეინარჩუნოს: „არ გვინდა პრეტენზიულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი მუსიკის შესახებ ზოგ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გვსურს, რადგან პასუხების გაცემით მთელი მაგია დაიკარგება. ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც მსმენელი ცალკეულ კომპოზიციაში კონკრეტულ ბგერაზე კონცენტრირდება და საველე ჩანაწერების დროს მოგროვებულ ხმებს პოულობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს მუსიკას ყურადღებით უსმენენ“.

 

Lulin საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ სწორედ ამ კონცეპტს მიეძღვნა 25 წუთიანი ფილმი, რომელშიც Gidge-ს მუსიკით არის გაფორმებული. თუმცა არტისტები აღნიშნავდენენ, რომ ვიზუალური და აუდიო შრეები ერთმანეთისგან არ უნდა განვაცალკევოთ - მუსიკა ამ შემთხვევაში საუნდტრეკი არ არის. ეს არის ფილმი, რომელიც როგორც ვიზუალურ, ასევე საუნდის დონეზე ასახავს იმას, რისი თქმაც თავად Gidge-ს სურდა.

 

ფილმის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ შვედმა არტისტებმა თავიანთი რიგით მესამე და ამ ეტაპისთვის უკანასნელი ალბომი LNLNN გამოსცეს. ეს უკანასკნელი ბევრად უფრო დინამიური და საცეკვაო ელემენტებით დატვირთული აღმოჩნდა.

 

LNLNN-ს, ისევე როგორც Gidge-ს მთელი დისკოგრაფიის არსი ძალიან მარტივია - მუსიკის გზით მსმენელი ერთი სივრციდან მეორეში ისე გადაიყვანოს, რომ ტრანზიცია ბუნებრივი და საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდეს.  სწორედ ამას შეეცდებიან შვედი არტისტები 27 ივლისს თბილისის ზღვაზე.

 

მათთან ერთად მსმენელის მუსიკალურ განწყობაზე Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless იზრუნებენ.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
14 დეკემბერს ლეგენდარული რუსი როკ მუსიკოსის ვიქტორ ცოის სიმღერები "ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში" შესრულდება
კონცერტი
15 სექტემბერს Lisi Wonderland-ის სცენაზე, ფსაიტრანსის გურუ Laughing Buddha და ასევე სახელგანთქმული დიჯეი Symbolic შესთავაზებენ თავიანთ სეტებს.
კონცერტი
საღამოს გახსნის მოწვეული სტუმარი ვიქტორ კომაროვი, რომელიც განსაკუთრებული პროგრამით წარსდგება ქართველი მაყურებელის წინაშე.
კონცერტი
21 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თურქი მომღერლის რაფეტ ელ რომანის კონცერტი გაიმართება
კონცერტი
კვირის ღონისძიებები