Stoned Jesus RedRum-ის ფესტივალზე დაუკრავს რამდენიმე უცხოურ და ქართულ ბენდთან ერთად

         უკრაინული Stoner/Psychedelic/Doom მეტალ ბენდი Stoned Jesus, 6 ოქტომბერს თბილისს ესტუმრება. აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი დუმ მეტალ სცენაში RedRum-ის ფესტივალზე შეასრულებს თავის შენელებულ, მძიმე ბლექ საბათისეულ მეტალ- რიფებს. როდესაც დუმ მეტალს უსმენ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება თითქოს დრო შენელდა. მათი მუსიკალური პალიტრა არაერთი ცნობილი ბენდის გავლენას და ანარეკლს მოიცავს (ლედ ზეპელინის აკუსტიკები, საბათისეული სიმძიმე და პინკ ფლოიდის ფსიქოდელია).

 

        ფესტივალზე ასევე ქართული პროგრესულ/მელოდიური Death მეტალ-ბენდი Infadus შეასრულებს. ფესტივალის ერთერთი უმთავრესი მიზანია მოხდეს ქართველი არტისტების წარმოჩენა და ასევე მათ მიეცეთ უცხოელ არტისტებთან  საერთო კონცერტებზე გასვლის შესაძლებლობა. ღონისძიება ღამის კლუბ "Elektrowerk"- ში ჩატარდება.

 

       

მსგავსი ღონისძიებები
ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და მის ორგანიზებაში სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული.
ფესტივალი
გაიმართება ყიდვა-გაყიდვა და დეგუსტაცია.
ფესტივალი
აქტუალური მუსიკის ფესტივალის რიგით მეორე კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში 30 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალი
დილიდან BMW–ს რეკორდული მსვლელობა დიღმის ტრასიდან დაიწყება.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები