მაგისტრანტების სტარტაპ იდეების დემო დღე, სტუდენტების მიერ ,,ინოვაციები და სამეწარმეო უპირატესობის'' კურსის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო სტარტაპ იდეების პრეზენტაციაა, რომელიც წარედგინება შესაბამის ინდუსტრიაში მოღვაწე ორგანიზაციებს, პოტენციურ პარტნიორებს და ყველა დაინტერესებულ პირს. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია კომპანია Softline, რომელიც გამოავლენს და დააჯილდოვებს ფავორიტ გუნდს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!