Laughing Buddha და Symbolic LISI WONDERLAND- ის სცენაზე დაუკრავენ თავიანთ სეტებს

            "Laughing Buddha" – Jeremy Van Kampen უკვე ოც წელზე მეტია მოღვაწეობს. იგი ჯერ კიდევ ადრეული გოა ტრანსის პერიოდში იწყება, როცა მან Bill Halsey-სთან ერთად დუო "Cosmosis' შექმნა, რომლის სადებიუტო ალბომი ‘Cosmology’ 1996 წელს Transient Records-ზე გამოვიდა. მისი სოლო კარიერა "Laughing Buddha"-ს სახელის ქვეშ 2010 წელს "NANO RECORDS"-ზე გამოშვებული ალბომით ‘Sacred Technology’ იწყება, რის შემდეგაც იგი უფრო და უფრო პოპულარული გახდა. მისი გამოსვლები ისეთ ფესტივალებზე, როგორებიც Ozora, Boom, Psychedelic Circus, Universo Paralello, Origin და სხვებია ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ იგი მსოფლიო ფსაიტრანს სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.

 

        "Symbolic' - Ilan Shemi-ის ფსაიტრანს პროექტია, რომელიც მან 2011 წელს DJ Osho-სთან ერთად ჩამოაყალიბა. 'Symbolic'-ის მუსიკალური სტილი შეიძლება დახასიათდეს, როგორც პროგრესივ ფსაიტრანსი მძიმე, მსუყე ბასლაინებით, სასიამოვნო მელოდიებითა და მექანიკური რიტმებით.

 

       24 საათის განმავლობაში უცხოელ მუსიკოსებთან ერთად ქართველი დიჯეებიც წარსდგებიან მსმენელის წინაშე.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ აკაპელა საგუნდო მუსიკის კონცერტს
კონცერტი
16 დეკემბერს სავიოლინო მუსიკის საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი დაუკრავს.
კონცერტი
25 ნოემბერს უნგრული ნაციონალური ბალეტი "Coincidance" ბათუმს ესტუმრება
კონცერტი
12 დეკემბერს, სამშაბათს, 19.00 საათზე კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი მასპინძლობს აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ,,შავნაბადას".
კონცერტი
კვირის ღონისძიებები