Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ენნიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება

    19 მაისს, Black Sea Arena 2018 წლის სეზონის გახსნაზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად. კონცერტზე შესრულდება მაესტროს მიერ კინოსთვის შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებები. ღონისძიება მაესტროს მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში იმართება. ენიო მორიკონეს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში შექმნილი აქვს 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები, რომელთაგან 500 სხვადასხვა ფილმისთვის დაწერა და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. ამ უკანასკნელის ფილმისთვის „საძულველი რვიანი“ კომპოზიტორმა თავისი პირველი „ოსკარი“ მიიღო. ენიო მორიკონეს აქვს 6 „ბაფტას“, 3 „გრემის“ და 3 „ოქროს გლობუსის“ ჯილდო. 

 

კარის გახსნა: 18:00 საათი 

 

დაწყება: 20:30 საათი

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ჟღერადობა სრულიად ექსპერიმენტულია
კონცერტი
"ვოდქასთ რეკორდსი" რიგით მესამე დაბადების დღეზე ვრცელ ლაინაფს სთავაზობს სტუმრებს.
კონცერტი
30 სექტემბერს ვილნიუსის კამერული ორკესტრის კონცერტი "კახიძის მუსიკალურ ცენტრში" გაიმართება.
კონცერტი
ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა
კონცერტი
კვირის ღონისძიებები