5 ცნობილი დიჯეი "KHIDI"-ის სცენას დაიკავებს

Marla Singer - ლეიბლ Lunar Limited-ის დამაარსებელი და კლუბ Griessmuehle-ს რეზიდენტი ახალგაზრდა ფრანგი პროდიუსერი და დიჯეი, რომლის მუსიკაც ისეთი არტისტების ნამუშევრებით არის შთაგონებული, როგორიცაა: Oscar Mulero (oficial), Flug (Official), Kwartz,Dino Sabatini, drumcell, Function, Christian Wünsch, Exium, Tommy Four Seven და სხვა. მისი ნამუშევრები ქვეყნდება ლეიბლებზე: Nachtstrom Schallplatten, Illegal Alien Records, Planet Rhythm, Binary Cells, DRVMS LTD. და ა.შ.

 

RÓMAN - KHIDI-ს რეზიდენტი ქართველი დიჯეი და პროდუსერი რომან აბრამოვის ტექნო პროექტი. დაიბადა 1983 წელს საბჭოთა თბილისში. ბავშვობიდან უყვარდა ფირფიტები და დიდ დროს ატარებდა ფირსაკრავთან. უკვე 2 წელია ასწავლის დიჯეინგს Creative Education Studio-ში. მისი პირველი ნამუშევარი "Wrong Temple" Berika-ს ქართულ ლეიბლ Icontrax-ზე 2016 წელს 3 სხვა ქართველ არტისტთან ერთად კრებულ "Lifesigns 001"-ში გამოიცა. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა და ბენდებმა, რომლებიცაა: Underworld, The Chemical Brothers, Depeche Mode, Fatboy Slim, Moby და ა.შ. მის სეტებს მარტივად გამოარჩევთ დახვეწილი, მრავალფეროვანი სელექციით.

 

Sevda - ქართველი არტისტის, ლადუკა ნინუას ჰაუს პროექტი, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებიდან - Oimactta და OTHR. დაახლოებით ერთი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს - #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevdaარტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისათვის ცნობილი იყო Lo-Fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-Fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.

 

Gio Shengelia - ლოკალური ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული დიჯეი.

 

Trotsky - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი რატი ხაზალიას პროექტი. მიუხედავად მისი ხედვისა, რომ იგი სეტის დროს ტრეკებს ჟანრებად არ ყოფს, მაინც შეიმჩნევა მინიმალისტური ხაზი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი სელექცია.

 

მსგავსი ღონისძიებები
5 ოქტომბერს "Dream Machine Records" - ის დაბადების დღე "Collective K7B67"- ში აღინიშნება
კლუბი/ლაუნჯი
BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე, ელექტრონული მუსიკის ლეგენდა, დაბ ტექნოს ვეტერანი, მულტიინსტრუმენტალისტი პროდიუსერი MORITZ VON OSWALD წარსდგება.
კლუბი/ლაუნჯი
Presha - ლეიბლის დამაარსებელი Geoff Wright-ის პროექტი, რომელსაც ეკუთვნის Samurai Music-ზე გამოცემული ერთ-ერთი პირველი რელიზი „Way Of The Samurai”.
კლუბი/ლაუნჯი
მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები