25 მარტს თბილისში ბახის 333-ე დაბადების დღე აღინიშნება

კვირას, 25 მარტს 13:00 საათიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში, ზ. ფალიაშვილის ძეგლთან, აღინიშნება ბახის 333-ე დაბადების დღე.

 

"Bach in the Subways" არის საერთაშორისო პროექტი, რომლის ავტორიცაა ამერიკელი ჩელისტი დეილ ჰენდერსონი. აქცია-კონცერტის მიზანია კლასიკური მუსიკის, კერძოდ, ი.ს. ბახის შემოქმედების პოპულარიზაცია.

 

წელს უკვე მეოთხე წელია, რაც საქართველო უერთდება! 

 

წლევანდელი ბახის დაბადების დღე განსაკუთრებულია საქართველოსთვის, "Bach in the Subways" წარმომადგენლებმა მსოფლიოს სამი ქალაქი აირჩიეს - სინგაპური, თბილისი, მესამე ქალაქი ჯერ არ არის ჩვენთვის ცნობილი - რომლებშიც ჩავიდოდა პროექტის ავტორი მონაწილეობის მისაღებად. ასევე ჩამოდის ფილმის - "Bach in the Subways" მსოფლიოს გარშემო - გადამღები ჯგუფი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ საოცარი პროექტის ეპიცენტრშია. 

 

პროექტში მონაწილეობას იღებენ: სტუდენტები სხვადასხვა სამუსიკო სკოლებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები და პროფესორები; ბევრი საინტერესო მუსიკოსი. 

 

ტექნიკურ უზრუნველყოფას გვიწევს - "ნიუტონის თავისუფალი სკოლა"

 

დასწრება თავისუფალია 

 

მსგავსი ღონისძიებები
საღამოზე ბექა გომელაური & თეკლა გოგრიჭიანი შეასრულებენ საჩვენებელ ცეკვას.
სხვა ივენთები
ღონისძიებები „ბიბლუსი გალერეა“–ს სხვადასხვა ფილიალებში გაიმართება.
სხვა ივენთები
1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს.
სხვა ივენთები
3 ოქტომბერს გიორგი ავალიანი სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მასტერკლასს ჩაატარებს
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები