20 იანვარს KHIDI-ის სცენაზე სამი  პიონერი დიჯეი დაუკრავს

Sevda - ქართველი არტისტის ლადუკა ნინუას ჰაუს პროექტი, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებიდან - Oimactta და OTHR. დაახლოებით ერთი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს - #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevda არტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისთვის ცნობილი იყო Lo-Fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-Fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.

 

Gio Shengelia - ლოკალური ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და პიონერი დიჯეი.

 

Trotsky - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი რატი ხაზალიას პროექტი. მიუხედავად მისი ხედვისა, რომ იგი სეტის დროს ტრეკებს ჟანრებად არ ყოფს, მაინც შეიმჩნევა მინიმალისტური ხაზი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი სელექცია.

მსგავსი ღონისძიებები
კლუბის რეზიდენტები განსხვავებული კონცეფციის ღამეს წარმოგვიდგენენ
კლუბი/ლაუნჯი
HOROOM-ის ოთახში, ფრანკფურტში დაფუძნებული DIE ORAKEL-ის ღამე გაიმართება.
კლუბი/ლაუნჯი
Reset მულტი ნაციონალური პროექტია, რომელიც უკვე საერთაშორისო ბრენდად იქცა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები