19 მარტს გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 19 მარტს გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნება. 

 

გამოფენაზე მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ პოემის 120–ზე მეტი ილუსტრაცია იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრები აკვარელსა და ზეთშია შესრულებული და მათი ჩვენება ფართო საზოგადოების წინაშე პირველად მოხდება.

 

გამოფენის მიზანია, საგამომცემლო სახლების დაინტერესება, რათა გივი ვაშაკიძის მინიატურები წიგნად გამოიცეს.

მსგავსი ღონისძიებები
27 სექტემბერს თეატრისა და კინოს მსახიობის გიორგი ნაკაშიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
გამოფენა
მარველის კომიქსების ავტორის დევიდ მეკის ნახატების გამოფენა-გაყიდვაზე 18-19 ნოემბერს.
გამოფენა
გაიმართება მუსიკალური პერფორმანსი. შეხვდებით გასული წლის პროექტში მონაწილე ხელოვანებს. გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ თუშური ყველი, კალტი და ყაღი.
გამოფენა
შესაძლებელი იქნება საჩუქრების შეძენა და სასაჩუქრედ შეფუთვა.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები