თბილისი მოლი აარონ ჩარლზის ჰიპ-ჰოპის მასტერკლასებს აწყობს.
23 დეკებერს - 18:00 საათზე, ცენტრალურ ატრიუმში, 24 დეკემბერს - 17:00 საათზე, ცენტრალურ ატრიუმში,5 იანვარს -18:00 საათზე, ცენტრალურ ატრიუმში,6 იანვარს 17:00 საათზე, ცენტრალურ ატრიუმში.
ჰიპ-ჰოპი სუბკულტურა, რომელიც მომდინარეობს ადრეული, 70-იანი წლების ნიუ-იორკის აფრო-ამერიკული საზოგადოებიდან. კერძოდ, იგი წარმოიშვა ბრონქსში და მოგვიანებით ლათინო ამერიკულ საზოგადოებებში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინით ხშირად ჰიპ-ჰოპ მუსიკა იგულისხმება, ჰიპ-ჰოპ კულტურას ახასიათებს ოთხი ელემენტი: ემსინგი , დიჯეინგი , ბრეიკდანსი და გრაფიტი.