ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

   10 თებერვალს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაყურებელს საინტერესო პროგრამას შესთავაზებს, რომელიც გერმანული მუსიკის ბუმბერაზების - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის ნაწარმოებებითაა შედგენილი.

 

   ორკესტრს უხელმძღვანელებს მაესტრო გიორგი ჟორდანია, რომელიც შეასრულებს ვაგნერის უევრტიურას ოპერიდან „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ და შტრაუსის სუიტას ოპერიდან „ვარდის კავალერი“. ხოლო სოლისტის რანგში წარსდგება ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, ნიუ იორკის ცნობილი ჯულიარდის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებული - დავით ალადაშვილი. იგი ბეთჰოვენის მე-3 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

მსგავსი ღონისძიებები
ამ სახელწოდების ფესტივალი საქართველოში პირველად 2005 წელს ჩატარდა. მისი ორგანიზატორები ანა კრაიერი, მანანა ახმეტელი, თამრიკო კორძაია, ფელიქს პროფოსი და რეზო კიკნაძე გახლდნენ.
კონცერტი
წელს საქართველოს ნიუ იორკის საერთაშორისო ონლაინ ჯაზ კონკურსზე MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ნუცი ნებიერიძის სექსტეტი წარმოადგენს.
კონცერტი
ფესტივალის ფარგლებში, 20 იანვარს, მსმენელის წინაშე რუსი ვირტუოზი პიანისტი, ბორის ბერეზოვსკი წარსდგება.
კონცერტი
15 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში ხატია ბუნიათიშვილის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის საერთო კონცერტი გაიმართება.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები