წელს საშობაო ბაზრობებზე საახალწლო ნაძვის ხეების გვერდით დამწვარ ნაძვის ხეებსაც იხილავთ

23 დეკემბრიან 31 დეკემბრის ჩათვლით სპორტის სასახლესთან, “თბილისი მოლში”, “ისთ ფოინთში”, “გალერია თბილისსა” და “ჰოუმ არტში” ბორჯომიდან ჩამოტანილი დამწვარი ნაძვის ხეები იქნება გამოფენილი. ეს გახლავთ კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” და “თრიფექსის” სოციალური აქცია, რომელიც ბორჯომის დამწვარი ტყეპარკის აღდგენის მიზანს ატარებს. სტიქია, რომელიც ამ ზაფხულს ქართულ ტყეებს დაატყდა თავს და 1000-მდე ჰექტარი გაანადგურა, თითქოს ყველამ უკვე დაივიწყა. პრობლემამ აქტუალურობა დაკარგა, თუმცა მის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართვა კვლავ მნიშვნელოვანია.

 

დროა, ბუნების გადასარჩენად კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია დავნერგოთ -ამ ახალ წელს ლამაზი ნაძვის სახლში დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დავრგოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება!

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებ საიტი - borjomistvis.ge, სადაინაც ხეების დარგვა მარტივად არის შესაძლებელი - მაუსის ორი დაწკაპუნებით შესაძლებელია დარგო ნაძვის ხე ბორჯომის ხეობაში და აჩუქო ის მეგობარს, ოჯახს ან საკუთარ თავს.

 

გარდა ამისა, უკვე კომპანიებსაც შეუძლიათ ჩაერთოდ აქციაში. borjomistvis.ge/business-ზე  შეგიძლიათ თქვენი ორგანიზაციისა და თანამშრომლების სახელზე ნებისმიერი რაოდენობის ხე დარგოთ!

 

ასევე, კამპანიის ფარგლებში “ინფლუენსერებს” და დიდი კომპანიის მარკეტერებს დაეგზავნათ ყველაზე დამაფიქრებელი საახალწლო საჩუქარი - ბორჯომის დამწვარი მორებისგან დამზადებული ნაძვის ხეები. ამ საჩუქარმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელში:

იხ. სქრინები:

 

 

 

ამ ეტაპისთვის აქციის ფარგლებში 500-მდე ხე უკვე დაირგა ბორჯომის ხეობაში. ეს რათქმაუნდა ზღვაში წვეთია, რადგან როგორც ექსპერტები ამბობე,  ხანძრისგან მიყიენებული ზიანის გამოსწორებას 2 მილიონამდე ხის რაგვა სჭირდება.

შემოგვიერთდით! აქციეთ ნამწვის ხე ნაძვის ხედ და ჩართეთ თქვენი ბრენდი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში.

მრავალ ახალ ხეს!

 

#მრავალახალხეს

Video:  https://www.facebook.com/treepexgeorgia/posts/259774991219932

Photos: https://we.tl/9na3AVcUpQ  

საკონტაქტო პირი:

ნათია გოგია - 593 624 624; natia@leavingstone.com

 

მსგავსი ღონისძიებები
გამოფენა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მოეწყობა
გამოფენა
13-დან 20 სექტემბრამდე დედაქალაქში, ყოველწლიური "Tbilisi Photo Festival 2018" გაიმართება.
გამოფენა
თიხასთან ნაზავი სხვადასხვა მატერიებით შექმნილი სანათების გამოფენა-გაყიდვასგაიმართება
გამოფენა
ფოლკლორის ცენტრში, ქართველი ფერმწერის ლილი პირველის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ,,ჩემი საქართველო - სიყვარულის ადგილი" გაიხსნება.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები