ჩრდილებით გადმოცემული ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის სიყვარულის ისტორია

22 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ჩრდილების თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს "რა საოცარი დღეა.

სპექტაკლს „რა საოცარი დღეა” ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ცნობილი სიმღერა – Isn’t This A Lovely Day დაედო საფუძვლად. ნამუშევარი ხსენებული მუსიკოსების სიყვარულის ისტორიას ეხება. თუმცა, ისინი პირობითი პერსონაჟები არიან. წარმოდგენა ადამიანის დაბადებას, ბავშვობას, სიყვარულს, განშორებას, სიკვდილს და სულის უკვდავებას ასახავს. სადაც მთავარ როლს არც მეტი, არც ნაკლები, მსახიობების ხელები ასრულებენ.

ბილეთის ფასი: 6, 8,10 ლარი

მსგავსი ღონისძიებები
ლეგენდარული ბალერონი, ბალეტმეისტერი, ქორეოგრაფი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი თბილისს ესტუმრა.
თეატრი
შემოქმედებითი ჯგუფი ტერენს მაკნელის პიესის ტრაგიკომიკურ სცენურ ვერსიას წარმოადგენს და ლეგენდარული მარია კალასის რთული ცხოვრების ისტორიას უამბობ მაყურებელს.
თეატრი
ნამცეცას ისტორია, რომელმაც დაიჯერა, რომ შეხვდება მშვენიერ პრინცს
თეატრი
კვირის ღონისძიებები