შობა გუდაურში - დამსვენებლებისთვის გრანდიოზული უფასო კონცერტი გაიმართება

6 იანვარს ახალ გუდაურში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დამსვენებლებისთვის გრანდიოზული უფასო კონცერტი გაიმართება.

 

“ნინო ქათამაძე & ინსაითი”, “კახაბერი და ხანუმები”, თეატრალურის კვარტეტი შობის დღესასწაულს ღია ცის ქვეშ ქართველ და უცხოელ მსმენელთან ერთად შეხვდებიან.

 

 

 

ღონისძიების მიზანია გუდაურში დანერგოს მასშტაბური გასართობი აქტივობების სერია, რომელიც დამსვენებელს საშუალებას მისცემს დღისით სრიალის შემდეგ, ღამეც ქონდეს გართობის ალტერნატივა.

 

ღონისძიება 20:00-ზე დაიწყება და შუაღამემდე გასტანს. კონცერტზე დასწრება უფასოა.

 

 

სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ზონაა საქართველოში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

 

 

კონცერტის ორგანიზატორია დეველოპერული კომპანია “რედ-კო”, სწორედ მის ტერიტორიაზე გაიმართება საშობაო კონცერტი.

 

მსგავსი ღონისძიებები
დედა ენის ბაღში, სადაც გასართობი პროგრამითა და მრავალფეროვანი ატრაქციონებით საახალწლო ქალაქი უკვე 27 დეკემბრიდან ბევრს სტუმარს იღებს, კიდევ ერთ კონცერტს მასპინძლობს.
კონცერტი
KayaKata Live კონცერტი Spacehall-ში
კონცერტი
როგორც თავად ამბობს, სამხედრო დავალების დროს კოსოვოში გიტარა თან ჰქონდა წაღებული და სიმღერებს  ტანკიდან ჩამოსვლისას ადგილობრივებისთვის და ჯარისთვის ასრულებდა ხოლმე. სწორედ ამ პერიოდში დაწერა სიმღერა „No Bravery”.
კონცერტი
Gidge Summer Set Reincarnation-ის მეოთხე ჰედლაინერია
კონცერტი
კვირის ღონისძიებები