„შიშები და კომპლექსები“ - საუბრები ფსიქიატრ დავით ანდღულაძესთან

ორშაბათს, 20 ნოემბერს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძესთან. საუბრის თემა იქნება - „შიშები და კომპლექსები“. სალონური საუბრები განახლებული ფორმატით გრძელდება. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე. საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

მსგავსი ღონისძიებები
“ოდინის შვილები” მოგვითხრობს, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ იშვნენ ამ სამყაროში ღმერთები, გოლიათები, ადამიანები და სხვა ქმნილებები.
სხვა ივენთები
მასტერ კლასის მიზანია ადამიანური კაპიტალის მართვის პრინციპების, კორპორატიული კულტურის ცნებისა და ეთიკის ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
სხვა ივენთები
"იმას არ ვამბობთ, რომ კლუბებში სიარული და ცეკვა მოგვბეზრდა, ეს სხვა რამეზეა…მუსიკის სიყვარულზე მის ფიზიკურ განსახიერებაში…"
სხვა ივენთები
რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში ახალი გალერეა გაიხსნა.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები