შვედეთში სწავლის მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შვედეთის მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით, შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაცია საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 2017 წლის 8 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება, თავისუფალ უნივერსიტეტში: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, პატარა საკონფერენციო დარბაზი (ბიბლიოთეკა).

შეხვედრის მიზანია სტუდენტებს გააცნოს SI ვიზბის რეგიონის სტიპენდია (Visby Scholarship), ასევე შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები.

აღნიშნული სტიპენდიები მოიცავს სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორი სწავლებას, შესაბამისად, საინტერესო იქნება როგორც ბაკალავრიატის სტუდენტების, ასევე მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ამასთან, არ ვრცელდება შეზღუდვა სპეციალობებზე.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების, ისევე როგორც, შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ.

პროექტი ხორციელდება SI-სა და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

შვედური ინსტიტუტი(SI) არის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო, რომელიც სახალხო დიპლომატიის საშუალებით ხელს უწყობს შვედეთის სახელმწიფოს, მისი ღირებულებებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. ამ მიზნით SI მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტს აფინანსებს.

SI-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა და მისი მიზანია, შექმნას პლატფორმა, რომელიც შვედური განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. SI-ის მხარდაჭერით 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

მსგავსი ღონისძიებები
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ  მოწვეული მუსიკოსები საქსაფონითა და როიალით.
სხვა ივენთები
შპს „ბიტმეინ ტექნოლოჯი“ არის ლიდერი ბლოკჩეინის ინდუსტრიაში, მაინერების წარმოებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.
სხვა ივენთები
20 სექტემბერს ინტერნაციონალური ღონისძიებათა სერია "PechaKucha Nights" უკვე თბილისშიც ჩატარდება.
სხვა ივენთები
სამყარო ცვალებადია და  ვიცვლებით ჩვენც. წლების განმავლობაში ნელდება და ქრება ინტერესი ერთ დროს საყვარელი ადამიანის მიმართ, თითქოს ის ძველი ნივთია.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები