„შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ - წიგნის პრეზენტაცია

    27 მარტს, 20:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ უმასპინძლებს ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის მიმოწერის პრეზენტაციას. 

   „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ შვედურიდან თარგმნა ლიკა ჩაფიძემ.  წიგნი გამომცემლობა „ინტელექტის“ ახალი სერიით გამოიცა – „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ გვანცა ჯობავას მორიგი პროექტია. 

 

 1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს. სარა იმედოვნებს, რომ ცნობილი მწერალი მას ფილმ „თეთრ ქვაში“ ფიდელის როლზე სასინჯ გადაღებებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება. ცნობილი მწერალი იმდენად მკვახე წერილით პასუხობს, რომ სარა მას ნაკუწებად აქცევს და ტუალეტში ჩარეცხავს. მოგვიანებით კი კიდევ ერთ, უფრო გაწონასწორებულ და თბილს წერილს მისწერს, რომელიც მათი მრავალწლიანი გაბმული მიმოწერის დასაწყისი გახდება. ამ მიმოწერის ყველაზე აქტიური ფაზა სარას ცხოვრების ყველაზე რთულ და პრობლემებით სავსე ხანას ემთხვევა. მწერალი თავისი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. 1971 წლიდან 2002 წლამდე მათ ერთმანეთს 80 წერილი მისწერეს, რომელიც ლიტერატურათმცოდნე და ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენა ტორნკვისტმა, ასტრიდ ლინდგრენის არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა.

მსგავსი ღონისძიებები
15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები – გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 30-წუთიან მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის თეატრის სცენაზე.
სხვა ივენთები
ღონისძიებები „ბიბლუსი გალერეა“–ს სხვადასხვა ფილიალებში გაიმართება.
სხვა ივენთები
ტრენერები : სალომე საბელაშვილი, ქეთი ჟვანია - ტაისონი.
სხვა ივენთები
საიუბილეო საღამოს მოდერაციას პროფესორი ალექსანდრე კარტოზია წარმართავს.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები