შალიკაშვილის თეატრში სპექტაკლი "კიდევაც დაიზრდებიან" გაიმართება

   შალიკაშვილის თეატრში სპექტაკლი "კიდევაც დაიზრდებიან" გაიმართება.

 

"  ამოდის ვაზი - ქართველი კაცის სიცოცხლისა და ბედნიერების სიმბოლო. მის ზრდასთან ერთად მოდის სიყვარული. ქალ-ვაჯი ჯვარს იწერს. მალე ბედნიერ ოჯახს ბიჭი შეეძინება, ბავშვს ნათლავენ. ამ დროს საქართველოს მტერი შემოესევა. ხალხი განსაცდელშია. დედა ღმერთს შესთხოვს უშველოს მის პირმშოს, მაგრამ ამაოდ. ეკლესია ინგრევა და მის ნანგრევებში ბავშვი იღუპება. დასაფლავები დღეს დედა შვილს იტაცებს, ტყეში მიჰყავს და მთელი ღამე უმღერის იავნანას.

   დედის სიმღერა, მისი შემზარავი გოდება „იავნანა“  ბავშვს აცოცხლებს. მშვიდობიანი ცხოვრება. მინდორში გუთანი მოჩანს. გლეხები შრომობენ, კვლავ განგაშის ხმა, რომელიც ომის დაწყებას აუწყებს ხალხს. მამაკაცებს ომში ისტუმრებენ. მარტოდ დარჩენილი ქალები ქმრებსა და შვილებს ელოდებიან. ბრძოლის ველიდან კი უმხედროდ ბრუნდებიან ცხენი. განადგურებული ქართველი კაცის ცხოვრებას ისევ დედის „იავნანა“ და ვაზის უკვდავება უბრუნებს  სიცოცხლეს, ბედნიერებას, ქორწილსა და ნათლობას."

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ანტონ ჩეხოვის მცირე ფორმის პიესები, რომლებსაც ექსპერტები ვოდევილებსაც უწოდებენ, დღემდე იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე.
თეატრი
იმარჯვებს ის წყვილი, ვინც ბოლოს დარჩება. ბრძოლა დაუნდობელია.
თეატრი
პიესებში გაშიშვლებულია ის, რაზეც ხმამაღლა არ ლაარაკობენ, მხოლოდ შინაგანად ატარებენ და განიცდიან
თეატრი
ეს არის მსუბუქი რომანტიული ისტორია გრძნობებზე და ნამდვილ ურთიერთობებზე
თეატრი
კვირის ღონისძიებები