უკაცრავად, სად არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი?

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დინამიური ინსტიტუტია, რომელიც კულტურაში მიმდინარე პროცესების კვლევისა და ანალიზის გარდა ცოდნის წარმოების ადგილია.

 

დღეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ახალი გამოწვევების წინაშეა. კურატორები და არტისტები ეძებენ იდეებსა და ხერხებს საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის საზოგადოებამდე ეფექტურად მისატანად.

 

ხელოვნების შესაძლებლობებს შორის, დროისა და ისტორიის აღწერასთან ერთად, ზოგჯერ მომავლის გამოცნობაც იგულისხმება. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საზოგადოების ის განუყრელი ნაწილია, სადაც თავმოყრილია წარსული, აწმყო და მინიშნებები მომავალზე.

ნოემბრის ბოლოს თბილისში Museum of Contemporary Art - Tbilisi - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის დამფუძნებლები, არტისტები: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე და ნატუკა ვაწაძე არიან. თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს კედლები არა აქვს, ჩემოდანშია მოთავსებული და მისი გამოძახება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. გამოძახებისას მუზეუმის კურატორები ნამუშევრების ფოტო და ვიდეოდოკუმენტაციის დახმარებით საქართველოში თანამედროვე ხელოვნების შესახებ მოგვითხრობენ.

 

20 დეკემბერს მარიამ ნატროშვილი და ნატუკა ვაწაძე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მნიშვნელობაზე, სხვა მოძრავი და ექსპერიმენტული მუზეუმების გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

მოდერატორი: ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა

მსგავსი ღონისძიებები
ექსპოზიცია ორ სივრცედ არის დაყოფილი. პირველი სივრცე ასახავს საქართველოს, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს.
გამოფენა
იქნება 25 სხვადასხვა ჯიშის ძაღლებისა და ლეკვების გამოფენა.
გამოფენა
ფერწერამ მამუკა ცეცხლაძე ბავშვობიდანვე გაიტაცა. ხშირად დადიოდა მუზეუმებში და აკვირდებოდა ტექნიკას, რომლითაც შექმნილი იყო ესა თუ ის ნამუშევარი.
გამოფენა
ფოლკლორის ცენტრში, ქართველი ფერმწერის ლილი პირველის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ,,ჩემი საქართველო - სიყვარულის ადგილი" გაიხსნება.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები