"სტუმარი" - რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება

16 დეკემბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, რეჟისორ გოშა გორგოშიძის სპექტაკლი "სტუმარი" გაიმართება.

ერიკ ემანუელ შმიტის პიესაში, ზიგმუნდ ფროიდს მძიმე დღეები დაუდგა. ვენაში ნაცისტები შემოიჭრნენ. დაიწყო ებრაელების მასობრივი დევნა. ფროიდი ებრაელია და ფაშისტები მასაც ავიწროებენ. მეცნიერის ქალიშვილი ანა გესტაპოში მიჰყავთ და… სწორედ ამ დროს ოჯახს უცნობი ეწვევა. უცნობი ეუბნება მე ღმერთი ვარო. ათეისტი ფროიდი სტუმრის განაცხადს თავდაპირველად სერიოზულად არც აღიქვამს, შემდეგ კი მათი საუბარი საინტერესოდ და საკმაოდ უცნაურად წარიმართება.

მსგავსი ღონისძიებები
უილიამ შექსპირის ტრაგედიის ახლებურ ინტერპრეტაცია თუმანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ დადგა
თეატრი
ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა, რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება.
თეატრი
უკანასკნელ შოუში ჯგუფს ედგარ ალან პოს ,,მოჯადოებული სასახლე“ შემოაქვს - მძაფრი ვიზუალური კოშმარი, უჩვეულო მუსიკალური ექსტრავაგანსა - ,,თაიგერ ლილიზ“ ედგარ ალან პოს შავბნელ, ავისმომასწავლებელ სამყაროში დგამს ფეხს.
თეატრი
კვირის ღონისძიებები