სპექტაკლი რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებში ამოგზაურებს

    ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ,,ბორია გადაი''-ზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს.

 

 სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.

 

 პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძე შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE-თან ერთად;

 

 პრემიერა: 2002 წელი ლოზანა, შვეიცარია ; ხანგრძლივობა: 90 წუთი.

 

ასაკობრივი შეზღუდვა 12 წლამდე

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი
თეატრი
ზღაპრის გმირები ახალი წლის გადასარჩენად იბრძვიან
თეატრი
რეჟისორი: შოთა ცუცქირიძე
თეატრი
სლავა ნათენაძე ვინაა ნამდვილი დედა? ის ვინც გააჩინა თუ ის ვინც გაზარდა? ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.
თეატრი
კვირის ღონისძიებები