უილიამ შექსპირის ქრონიკების ცნობილ და ტრაგიკულ გმირს, „უგვანოს“, უშნოს, კუზიანსა და კოჭლ არსებას, ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე არაერთგვაროვან მმართველს, ილიაუნის თეატრი პირველად უთმობს საკუთარ სცენას. ახალგაზრდა მსახიობები პლასტიკის ენით ჰყვებიან რიჩარდ გლოსტერის მეფობის იმ სისხლიან ამბავს, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კვლავინდებურად შემზარავია.
ხანგრძლივობა 55 წუთიპრემიერა შედგა 2016 წლის 15 ოქტომბერს