სპექტაკლი "ჟოლო" მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე

მოქმედება 1940-იან წლებში ვითარდება, როდესაც იაპონია-ჩინეთის ომი მიმდინარეობს. „სიცილის აკადემია“ კომედიურ ჟანრში დაწერილი პიესაა, რომელშიც ნაჩვენებია "ჩინოვნიკური სამყაროს" და შემოქმედის, პიროვნების, კონფლიქტი. პიესაში ორი მოქმედი გმირია, ჩინოვნიკი და დრამატურგი, ორივე საკუთარი საქმის და საკუთარი პრინციპების დამცველი. ნელნელა, ორი, ერთი შეხედვით ერთმანეთის ანტიპოდი პერსონაჟი, ერთმანეთის მეგობრები და თანამოაზრეები ხდებიან.

კოკი მიტანი - დრამატურგიკოკი მიტანი თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, სცენარისტის და რეჟისორია.. 1961 წელს მან დაამთავრა ნიხონის უნივერსიტეტის სახელოვნებო ფაკულტეტის თეატრალური განყოფილება. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, მეგობრებთან ერთად, ჩამოაყალიბა თეატრალური დასი - "ტოკიოს მხიარული ბიჭები". ამ თეატრალური დასის წარმოდგენები იაპონიაში ერთობ პოპულარული გახდა, იგი სიმპათიას იმსახურებდა კრიტიკოსების მხრიდანაც უნიკალური კომედიური დადგმებისათვის. კოკი მიტანი წერს პიესებს, სცენარებს, დგამს სპექტაკლებს და იღებს ფილმებს.

"სიცილის აკადემია" ( ასე ქვია პიესას , რომლის მიხედვიტაც დაიდგა სპექტაკლი „ ჟოლო „ ) კოკი მიტანიმ თავიდან დაწერა რადიო სპექტაკლისათვის, შემდეგ იგი დაიდგა თეატრში. დღეს ეს პიესა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში იდგმება და დიდი პოპულარობით სარგებლობს .

ხანგრძლივობა 105 წუთი შესვენების გარეშე

 

პრემიერა შედგა 2010 წლის 25 დეკემბერს

 

ბილეთის ფასი, 8 ლარიდან

 

 

მსგავსი ღონისძიებები
12 დეკემბერს დავით კლდიაშვილის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ბაკულას ღორები" მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება
თეატრი
ორი ხელმოცარული მამაკაცისა და უსინათლო ქალის ისტორია
თეატრი
სოსიკომ იცის, რომ იმ მატარებელს, რომელმაც ოდესღაც გაასწრო ვეღარასოდეს დაეწევა, მაგრამ მისდევს და მისდევს სიზმარსა თუ ცხადში...
თეატრი
30 წლის სოსო პატიოსანი, მშრომელი კაცია, მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ერექციის პრობლემები აქვს.
თეატრი
კვირის ღონისძიებები