სპექტაკლი "პრომეთე" სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გაიმართება

   ცალკეული ადამიანის ბიოგრაფია მთელი ქვეყნის კონცენტრირებული ისტორიაა. სად იშლება ზღვარი ბიოგრაფიასა და ისტორიას შორის? საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი გავიდა. სპექტაკლში რვა ადამიანი თავისი თანატოლი სამშობლოს ისტორიას გვიყვება. ამ თხრობაში იბადება პერსონალური მითოლოგია. აქ ყველა ადამიანი არის გმირი და ყველა გმირი პრომეთესავით მიჯაჭვულია. თამამი და ხშირად პროვოკაციული სამეფო უბნის თეატრი გვთავაზობს გაბედულ პოლიტიკურ სანახაობას, სადაც ტრაგედია მხოლოდ იმიტომ აღსრულდება, რომ მას მაყურებელი ითხოვს. 

 

რეჟისორი: დათა თავაძე ტექსტი: დავით გაბუნია, დათა თავაძე  მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე 

მონაწილეობენ: პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, გაგა შიშინაშვილი, იაკო ჭილაია 

 

ხანგრძლივობა: 120 წუთი 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
სპექტაკლს მიღებული აქვს თეატრალური პრემია ”დურუჯი” საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის
თეატრი
ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი 19 დეკემბერს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში გაიმართება
თეატრი
ზღაპარი მოგვითხრობს თაგვების ორ ოჯახზე რომლებიც ერთმანეთს მყუდრო საცხოვრებელი ადგილისათვის ექიშპებიან
თეატრი
სისხლს სისხლი მოაქვს, ერთ ცოდვას მეორე, უილიამ შექსპირის ეს გენიალური პიესა ყველა დროში აქტუალურია. მას თავის დროზე “დიქტატურის ენციკლოპედიაც” კი უწოდეს.
თეატრი
კვირის ღონისძიებები