სპექტაკლი "მატარებელი ხუთ წუთში გავა" მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება

მკერავ თინას თავის მიერ შეკერილი თუ საკაბეებს მორჩენილი ნაკუწებისგან გაწყობილი დროშის იმედი აქვს. ამ დროშამ უნდა დაასახლოს –ბოლოს და ბოლოს ოროთახიან ბინას აღირსოს თინა...

ირინამ ზუსტად არც კი იცის რატომ მიდის იმ სახლში. მას იმედი ამოძრავებს , რაღაც იმედი – თუნდაც ბუნდოვანი

ექიმ დავითს ცოლი მოუკვდა.

მაგრამ . . . როგორ? როგორ შეიძლება მისი ცოლი „აღარ იყოს“?!

მაშ, ეს ალუბალი რატომ აყვავდა ეზოში?!

სოსიკომ იცის, რომ იმ მატარებელს, რომელმაც ოდესღაც გაასწრო ვეღარასოდეს დაეწევა, მაგრამ მისდევს და მისდევს სიზმარსა თუ ცხადში...

„იმედი . . . იგია მთავარი. ოდესღაც როდესაც სიცოცხლე შექმნა უფალმა, იმედიც შექმნა მისთვის და მუდმივ და აუცილებელ საგზლად დაუდგინა. მას აქეთ - “იმედით ცოცხლობს ადამიანი”; არ არსებობენ ისინი უერთმანეთოდ, არიან ერთნი - როგორც კუ და მისი ბაქანი“ .

ხანგრძლივობა: 65 წუთი

მსგავსი ღონისძიებები
ემილი სიკეთის,სამართლიანობისა და მეგობრობისათვის მზად არის იბრძოლოს მაშინაც კი, როდესაც უფროსებმა შეიძლება ვერ გაუგონ და დასაჯონ ...
თეატრი
22 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენა ჩრდილების თეატრის სპექტაკლს დაეთმობა
თეატრი
17 დეკემბერს, რობერტ სტურუას სპექტაკლი "ასულნი" რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება.
თეატრი
მოქმედება ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში ხდება.
თეატრი
კვირის ღონისძიებები