სპექტაკლი "იგი" მოძრაობის თეატრის სცენაზე

18, 19 იანვარს მოძრაობის თეატრში, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "იგი" გაიმართება.

 

"იგი: მე-20 საუკუნის ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის, ჯემალ ქარჩხაძის, მოთხრობის ინსცენირებაა, რომელშიც მოთხრობილია ადამიანის ევოლუციის შესახებ. პრეისტორიული ხანიდან პიროვნებად ფორმირებამდე. 

 

სპექტაკლი დრამატული ცირკისა და ტრადიციული თეატრის სინთეზია. სხეულის ენით გადმოცემულია ის გრძნობები, რომელსაც მთავარი გმირი განიცდის. სიღრმეების წვდომისათვის დამატებულია მინიმალური თხრობა. (ინგლისურ ან ქართულ ენაზე).

რეჟისორი კახა ბაკურაძე. 

 

ბილეთის ფასი: 15 ლარი

მსგავსი ღონისძიებები
მოქმედება აეროპორტში ვითარდება. წარმატებული ბიზნესმენი ჟერომი საქმეზე მიემგზავრება. შეიტყობს, რომ ფრენა გადაიდო. ჟერომს ვიღაც მგზავრი მოსვენებას არ აძლევს
თეატრი
ეს სპექტაკლი კი არა - ცხოვრებაა. ოღონდ ლამაზად მოთხრობილი ცხოვრება
თეატრი
ცალკეული ადამიანის ბიოგრაფია მთელი ქვეყნის კონცენტრირებული ისტორიაა. სად იშლება ზღვარი ბიოგრაფიასა და ისტორიას შორის?
თეატრი
22 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ქალები"
თეატრი
კვირის ღონისძიებები