სპექტაკლი"ეჭვი" მარჯანიშვილის თეატრის სხვენში გაიმართება

საზოგადოებაში ნებისმიერი სახის ინსტიტუცია სამყაროს მინი მოდელია.სამყარო, კი თანდათანობით ბერდება და თვითგადარჩენის მიზნით თავაშვებული მიექანება თვითგანადგურებისაკენ. ადამიანები შეშინებული და დაბნეული დაბორიალობენ სივრცეში. მათ საკუთარ არსებობაში ეჭვი ეპარებათ; ეჭვი ეპარებათ, როდესაც წარსულს იხსენებენ, ეჭვი იპყრობს აწმყოში მყოფთ და ეჭვით შეჰყურებენ მომავალს. ამ დაავადებულ საზოგადოებაში თვითგადარჩენის სურვილით შეპყრობილ ადამიანს ფსევდო-იდეა იპყრობს – ძალაუფლების შენარჩუნებისა, რათა გაამართლოს საკუთარი არსებობა. და სწორედ, ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად გავეშებული ნებისმიერ ხერხს მიმართავს, რათა "სიმართლის ქურქში" გაახვიოს დანაშაული და უდანაშაულო მსხვერპლად შესწიროს საკუთარი "ამპარტავნების საკურთხეველზე". . . .

ხანგრძლივობა: 90 წუთი

მსგავსი ღონისძიებები
ზღაპრის გმირები ახალი წლის გადასარჩენად იბრძვიან
თეატრი
შეყვარებული წყვილის სასიყვარულო მიმოწერა. მაყურებლის თვალწინ იშლება ისტორია ბავშვობიდან გარდაცვალებამდე.
თეატრი
ყველასთვის ცნობილი მიუზიკლი მაყურებელს ახალი წლიდან ელოდება
თეატრი
კვირის ღონისძიებები