სპექტაკლის "შვლის ნუკრის ნაამბობი" ახლებური ინტერპრეტაცია

მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ყველასათვის კარგად ნაცნობ ნაწარმოებს - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ - სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით სთავაზობს. რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა ავტორის სხვა ნაწარმოებებითაც იხელმძღვანელა, ვაჟას პერსონაჟები სცენაზე თოჯინების სახით გააცოცხლა და ამგვარად, ბავშვებისთვის უფრო ახლობელი და გასაგები გახადა ისეთი მარადიული თემები, როგორიცაა დედა-შვილობა, კაცთმოყვარეობა, ბუნების სიყვარული, ადამიანური სისასტიკე და სხვა. ცოცხალია ყოველი სულდგმული: ფრინველიცა და ცხოველიც, ქვაცა და ბალახიც, ხმელი ფესვებიც და ობლად ამოსული ყვავილიც. მაყურებელი პატარა ნუკრთან ერთად ეცნობა ამ საოცარ სამყაროს და მისი ნაწილი, მისი გულშემატკივარი ხდება.

ხანგრძლივობა 45 წუთი

მსგავსი ღონისძიებები
ადამიანებს უჭირთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში გარკვევა და მათ ამ სიტუაციებში ცხოველები ეხმარებიან. სპექტაკლი ყველა თაობის მაყურებლისათვის.
თეატრი
სისხლს სისხლი მოაქვს, ერთ ცოდვას მეორე, უილიამ შექსპირის ეს გენიალური პიესა ყველა დროში აქტუალურია. მას თავის დროზე “დიქტატურის ენციკლოპედიაც” კი უწოდეს.
თეატრი
ვოდევილი ორ მოქმედებად. რეჟისორი, დავით დოიაშვილი
თეატრი
ნავიგატორი – სინამდვილე და სიმულაცია
თეატრი
კვირის ღონისძიებები