სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ვიტას ლუცკუსის გამოფენას უმასპინძლებს

25 ნოემბერი - 14 დეკემბერის ჩათვლით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ლიტვური ფოტოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენაზე უმასპინძლებს, სახელწოდებით „მოგზაურობებიდან“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სერიები ფოტოგრაფის მოგზაურობებიდან თბილისში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში 1981 წელს და ალტაის მხარეში 1985 წელს. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა მისი მოგზაურობების დროს 1968-1986 წლებში გადაღებულ პორტრეტებს სერიიდან „პორტრეტები ახლოდან“.

ლუცკუსის ცნობილი ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე ნახავთ ფოტო-კოლექციას საქართველოს სერიიდან, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისათვის დაიბეჭდა და პირველად გამოიფინება ფართო საზოგადოების წინაშე.

მსგავსი ღონისძიებები
თქვენ საშუალება გექნებათ  დაათვალიეროთ გაზეთზე შესრულებული ნამუშევრების ახალი სერია, რომელიც ერთი იდეით არის შეკრული.
გამოფენა
24 ნოემბერს 20:00 საათზე გალერეა ”სფუმატო”-ში გაიხსნება რამაზ ჩანტლაძის პერსონალური გამოფენა, გაგრძელდება 1 კვირა, დასწრება თავისუფალია!
გამოფენა
შესაძლებელი იქნება საჩუქრების შეძენა და სასაჩუქრედ შეფუთვა.
გამოფენა
ხელოვნების სასახლე გიწვევთ თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფურ გამოფენაზე.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები