სემინარი: ოჯახური ბედნიერების ფორმულა

          სამყარო ცვალებადია და  ვიცვლებით ჩვენც. წლების განმავლობაში ნელდება და ქრება ინტერესი ერთ დროს საყვარელი ადამიანის მიმართ, თითქოს ის ძველი ნივთია. 

 

     ამასთან ერთად ყველას გვაქვს ნიჭი თავიდან გავიცნოთ ძალიან ახლობელი ადამიანები, გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული, ერთად დავძლიოთ სირთულეები და სიყვარულში გავზარდოთ შვილები. 

როგორ განვაახლოთ ჩვენი ურთიერთობები? როგორ აღვზარდოთ სიყვარული ოჯახში? როგორ დავძლიოთ გარდაუვალი კრიზისული სიტუაციები ერთად? როგორ ვიზრუნოთ ბავშვების განვითარებზე და როგორ მივაღწიოთ მათთან თანხმობას? 

 

      ამ და კიდევ სხვა მრავალ შეკითხვაზე პასუხები გველის 29 მაისს, ცნობილი ფსიქოლოგის მარინა ტარგაკოვასა და ფსიქოლოგიის დოქტორის პაატა ამონაშვილის ერთობლივ სემინარზე “ოჯახური ბედნიერების ფორმულა”. 

 

ფრონტლაინ კლუბი, ლ. ასათიანის 62. ბილეთის ფასი: 60 ლარი (ფასში შედის ყავა/ჩაი და ნამცხვრები)

 

სამუშაო ენა: რუსული

 

იჩქარეთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია!

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ეს ეხება ადამიანთა ურთიერთობებს, ფასეულობების აღქმას, სიცოცხლის შენარჩუნებასა და მეტიც - კაცობრიობის არსებობას
სხვა ივენთები
22 სექტემბერს "მწერალთა სახლში" თემურ ბაბლუანის წიგნის "მზე, მთვარე და პურის ყანა.მანუშაკა მელოდება" პრეზენტაცია გაიმართება
სხვა ივენთები
ადამიანი, სადაც კი უხდება მას ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და ხრიოკებს შეხიზნულს, ყველგან აადამიანურებს უტყვ ბუნებას.
სხვა ივენთები
15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები – გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 30-წუთიან მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის თეატრის სცენაზე.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები