საჯარო ლექცია „ომს არ აქვს ქალის სახე“

XX საუკუნე და ახალი ათასწლეულის დასაწყისი მეტად დამძიმებულია კონფლიქტებით. ეს ეხება ადამიანთა ურთიერთობებს, ფასეულობების აღქმას, სიცოცხლის შენარჩუნებასა და მეტიც - კაცობრიობის არსებობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროსთვის ძველთაძველი - ომისა და მშვიდობის პრობლემა დღესაც არ არის გადაწყვეტილი. დღეს, მსოფლიო საზოგადოების სხვადასხვა დონეზე სულ უფრო ხშირად გაისმის ქალის როლის გაზრდის აუცილებლობის შესახებ კონფლიქტების მოგვარების პროცესში და მშვიდობის მშენებლობის საქმეში.

როგორია ომი და მშვიდობა თანამედროვე პროზაში? როგორია შეულამაზებელი სურათები ქალის თვალით დანახული და უფაქიზეს დეტალებში განცდილი ომისა, სადაც ყველაფერია – სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც, რომელსაც საუკუნეები ვერ წაშლის. ვინ არის მწერალი, რომლის შესახებაც ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ „მისი პოლიფონიური თხზულებები ჩვენი დროის ტკივილისა და გამბედაობის ძეგლია“. სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა და ბელარუსი მწერალი, ჟურნალისტი, დოკუმენტური ფილმების სცენარისტია. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი. მისი წიგნების უმეტესობა დაწერილია საბჭოთა კავშირის გვიანი წლებსა და პოსტსაბჭოთა ეპოქის შესახებ.

ლექციზე განხილული იქნება სვეტლანა ალექიევიჩის ციკლიდან „უტოპიის ხმები“ სამი წიგნი: „ომს არა აქვს ქალის სახე“, „ჩერნობილის ლოცვა“ და „სექონდ-ჰენდის დრო“. მოხსენებას წაიკითხავს: სალომე ადამია – სამოქალაქო აქტივისტი; პროექტების „გახდი მშვიდობის მშენებელი“, „ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის“, „მშვიდობის აკადემია“ და „პოგრესის ენა - მშვიდობა დიალოგშია“ იდეის ავტორი და მენეჯერი; გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სოციალური პროექტის „ნუ მოერგები სტერეოტიპებს – შეცვალე რეალობა!“ წარმომადგენელი.

საჯარო ლექცია გაიმართება ანტიკაფეში (დადიანის N30), დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები
2011 წელს 12 წლის ბიჭმა ნაჩუქარი 1000 დოლარით შეიძინა ბიტკოინები. დღეს მის ანგარიშზე არის 403 ბიტკოინი და მათი ღირებულება აღემატება 4 მლნ დოლარს.
სხვა ივენთები
ის სამყაროს კამერის ობიექტივიდან უყურებს. რეალობა ისეთი მოსწონს, როგორიც მის ფოტოებზეა - ფერადი, ლამაზი და განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ღამის კლუბში იდუმალებით მოცულ მამაკაცს გაიცნობს და აღმოაჩენს, რომ გაუცნობიერებლად ძალიან სახიფათო თამაშში ჩაერთო.
სხვა ივენთები
საერთაშორისო კონფერენცია  მიზნად ისახავს ევ როკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო  თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო ეფექტური ურთიერთგაცვლითი ქსელის ჩამოყალ იბებას
სხვა ივენთები
მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მწერლისა და მკვლევარის როსტომ ჩხეიძე წარადგენს.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები