საქართველოს ღვინის კლუბმა 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალი ჩაატარა

მთაწმინდის პარკს უამრავი ადამიანი ესტურმა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად. ფესტივალი დაიწყო ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ქვევრში, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო ესხა. 

 

 

 ფესტივალის მსვლელობის დროს უკრავდა ორკესტრი. პარკში დეგუსტაციისთვის განკუთვნილი უამრავი დახლი იდგა.  გასაყიდად გამოტანილი იყო ხელნაკეთი ნივთები, მათ შორის თიხის ჭურჭელი, რომლის მზადების პროცესისთვის შეგეძლოთ თვალი გედევნებინათ. მთავარ სცენაზე გათამაშდა საფერავით სავსე 10 ლიტრიანი კასრები.

 

 

"ოჯახური მარნების შერჩევისას წელს განსაკუთრებით იგრძნობოდა, რომ ქართულმა ღვინომ იპოვა თავისი თავი. ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, გაცილებით ნაკლები იყო დაავადებული ღვინოები, შესაბამისად კი ცხადად გამოჩნდა ამათუიმ რეგიონის, ჯიშის, სტილის თავისებურებები. ამის გამო 100–ის ნაცვლად გადავწყვიტეთ, 131 ოჯახური მარანი დაგვეშვა ფესტივალზე, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გული გვწყდება, რომ ბევრი საკმაოდ მაღალხარისხიანი და გამორჩეული ღვინო ვერ მოხვდა დღესასწაულზე. რაც დრო გადის, მით უფრო მატულობს კონკურენცია და იწევს ქულათა ზღვარი. თუკი რამდენიმე წლის წინ 10–დან 4 ქულაც კი შეიძლებოდა გამსვლელი ყოფილიყო, ახლა 6.9 ქულიანი ღვინოებიც კი ფესტივალის მიღმა დარჩნენ (პირველ რიგში ეს კახეთს ეხება)." ,- ამბობს მალხაზ ხარბედია, „ღვინის კლუბის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი.

 

 

ღვინის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 81-მა ღვინის კომპანიამ, 131-მა მცირე საოჯახო მარანმა და 17-მა სხვა კომპანიამ. 

ღვინის კლუბის ვებგვერდი. 

მსგავსი ღონისძიებები
4 დღის განმავლობაში ფესტივალის ვიზიტორებს მუსიკის გარდა  სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებიც შეეძლებათ  ჩართვა: ვორქშოფები, ზიპ-ლაინი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, იოგა, სამაგიდო თამაშები, ფერების ფესტივალი, და ა.შ.
ფესტივალი
ფესტივალის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ დასახელდა @JWT მეტრო ხოლო ACAG-ის წლის რეიტინგის მიხედვით 2018 წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიოდ ABK და 2018 წლის საუკეთესო კრეატიულ სააგენტოდ დასახელდა ლივინგსტონი.
ფესტივალი
5 ნოემბერს კამერული მუსიკის რიგით XIII ფესტივალი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება
ფესტივალი
23-26 სექტემბერს "FEST I NOVA" "Art Villa Garikula"-ს ტერიტორიაზე გაიმართება
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები