საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჯოვანი ლორენცო ბერნინის ნამუშევრები გამოიფინება, სხვა იტალიელ მხატვრების ტილოებთან ერთად

       ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოქანდაკისა და მხატვრის ჯოვანი ლორენცო ბერნინის არაერთი ლეგენდარული ტილოს ნახვა შესაძლებელი იქნება "საქართველოს ეროვნულ მუზეუმში". გამოფენა 11 სექტემბერს გაიხსნება და 25 ნოემბრამდე გასტანს. ბერნინის ნამუშევრების გარდა, ასევე გამოფენაზე ნაჩვენები იქნება XVII საუკუნის სხვა იტალიელი ოსტატების შედევრები.

  

       გამოფენას სახელწოდებით „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო" ეწოდება. ბერნინი ითვლება ბაროკოს ხელოვნების დიდ სტრატეგოსად და მის უმაღლეს წარმომადგენლად. იგი წლების განმავლობაში არაერთი პაპის სამსახურში იყო. მისი მრავალმხრივი ნიჭის გამოვლინებაა მდიდრული და საუცხოო დეკორაციები, რომელთა მასალის მრავალფეროვნება, ორნამენტული დეტალების უნაკლო სტილი და ექსპრესიულობა ხელოვნების ყველა სახეობათა სრულყოფილი ერთიანობის შექმნისკენაა მიმართული.

 

       პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ "Check-in-Georgia"-ს ფარგლებში. ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'Italiana". ქართული მხრიდან - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გამოფენა ხორციელდება Palazzo Chigi-სა და Global Project Consulting-თან კოლაბორაციით. გამოფენების მხარდამჭერები არიან: "DBA", "Salini Impregilo", "ვითიბი ბანკი", "Leonardo", "Gulf", "Anas".

მსგავსი ღონისძიებები
30 ნოემბერს, თიბისი გალერეა, რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციას უმანსპინძლებს.
გამოფენა
ექსპონატების უმრავლესობა ტილოზე შესრულებული ნამუშევრებია. ერთი დარბაზი ეძღვნება კარლო კაჭარავას 1988 წლის ნახატს „გენერალი“ და ამ თემაზე შექმნილ სხვა რომანტიკულ პორტრეტებს.
გამოფენა
გაიმართება მუსიკალური პერფორმანსი. შეხვდებით გასული წლის პროექტში მონაწილე ხელოვანებს. გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ თუშური ყველი, კალტი და ყაღი.
გამოფენა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს გამოფენას „ტიციანი − ფერთა ოსტატი: ღვთისმშობელი ყრმით“.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები