სალონური საუბრები ლევან ბერძენიშვილთან - „როგორ იქმნება რომანი“

 18 იანვარს, ხუთშაბათს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო ლიტერატურაზე, ლევან ბერძენიშვილთან „როგორ იქმნება რომანი“.

 

 შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.

 

პროექტის ფარგლებში მოწვეულნი არიან ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე. 

საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. 

კვირის დღეებში შეხვედრები იწყება 20:00-ზე, ხოლო კვირა დღეს - 18:00-ზე.

 

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!

 

მსგავსი ღონისძიებები
ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს
სხვა ივენთები
საღამოზე საშუალება გექნებათ ტელესკოპის მეშვეობით დააკვირდეთ სხვადასხვა ციურ ობიექტებს
სხვა ივენთები
ეს იქნება ღონისძიება, რომელიც შეეხება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, მის ისტორიას, განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებს.
სხვა ივენთები
2 წლიანი პაუზის შემდეგ ერთადერთი ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე FilmPrint ბრუნდება.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები