საახალწლო წვეულება ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბავშვებთან ერთად, გიწვევთ საახალწლო წვეულებაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

 

თოვლის პაპასთან ერთად, ბავშვებს უმასპინძლებენ ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები და ოჩოფეხებზე შემდგარი აკრობატი. მოეწყობა ძველი ქართული თამაშობები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა სახალისო აქტივობები, რომლებშიც ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას.

 

ფოლკლორული ანსამბლი "ერქვანი" შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ღონისძიებას დაასრულებს ქართული ცეკვის ანსამბლ "ეგრისის" კონცერტი მუზეუმის ამფითეატრში.

 

წვეულება გაიმართება: 29, 30 დეკემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე.

 

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1.

 

*ღონისძიებაზე დასწრება შედის მუზეუმის ბილეთის საფასურში.მოზრდილი: 3 ლარისტუდენტი: 1 ლარისკოლის მოსწავლე: 0,5 ლარიპენსიონერი: 0,5 ლარი6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ!

მსგავსი ღონისძიებები
მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი
სხვა ივენთები
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია, რომელსაც გაუძღვება ქართველი პოეტი
სხვა ივენთები
ეს სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც 300-მდე ნაშრომს შორის ხალხის რჩეული გახდა.
სხვა ივენთები
წელს საქართველოში Coub-ების დაჯილდოება პირველად ჩატარდა
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები