საახალწლო მუსიკალური შეხვედრები ბორის ბერეზოვსკთან

    XX საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 5-28 დეკემბრის პერიოდში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე ჩატარდა. ფესტივალი პიანისტ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. ღონისძიება ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორი კვირა გრძელდება.

 

   ფესტივალის ფარგლებში, 20 იანვარს, მსმენელის წინაშე რუსი ვირტუოზი პიანისტი, ბორის ბერეზოვსკი წარსდგება. ბერეზოვსკი მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ელისო ვირსალაძესთან ერთად სწავლობდა. მისი შესანიშნავი დებიუტი 1988 წელს ლონდონში, Wigmore Hall-ში შედგა. 1990 წელს პ.ი. ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალის ლაურეატი გახდა, სადაც სანკტ-პეტერგბურგის ფილარმონიის ორკესტრთან (ხელმძღვანელი: იური ტემირკანოვი), იცხაკ პერლმანთან, იო-იო მასთან და ჯესი ნორმანთან ერთად უკრავდა.

 

  ბორის ბერეზოვსკსს ხშირად იწვევდნენ საერთაშორისო, პრესტიჟული კონცერტების სერიებში: ლონდონში, პარიზში, რომში, ციურიხში, მიუნხენში, ზაალსბურგში, ამსტერდამში, მონრეალში, ვენაში, ბერნში, ბუდაპეშტში, პრაღაში, ტოკიოსა და ბერლინში. 2006 წელს იგი დაჯილდოვდა წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტის ტიტულით. (BBC Music Magazine Awards.) პიანისტი თანამშრომლობდა ისეთ გამორჩეულ ორკესტრებთან როგორიცაა: საფრანგეთის ნაციონალური ორკესტრი, ინგლისის სამეფო ორკესტრი, დანიის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი და სხვა.

მსგავსი ღონისძიებები
16 დეკემბერს სავიოლინო მუსიკის საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი დაუკრავს.
კონცერტი
„ბლექ სი არენას“ წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება
კონცერტი
30 დეკემბერს ცნობილი ჯგუფი ქართველ მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით წარსდგება
კონცერტი
29 სექტემბერს ჯგუფი "Toasters" Art House-ში დაუკრავს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები