რუსთაველის თეატრში სპექტაკლი "სადღაც ცისარტყელის მიღმა" გაიმართება

    ცხოვრება თავისი ყველა გამოვლინებით ცდილობს შეცვალოს ადამიანების ბედი და მათი ურთიერთობა – პოლიტიკით, დეკადანსით, ფორმალიზმით, ბოლოს და ბოლოს, ნიჰილიზმით და სიძულვილითაც კი, რითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო; მაგრამ, როცა ღვთაებრივი შემთხვევითობის წყალობით ერთმანეთს ამ ყველაფრისგან თავისუფალი ადამიანები ხვდებიან, იქ წინასწარ განსაჭვრეტი დრამატურგიაც უძლურია... მერე რა, თუ ამ ადამიანებიდან ერთი ყოფილი პატიმარია და მეორე კი, რამდენიმე დღის წინ ჯვარაყრილი 20 წლის გოგონა...

 

    ექსპრესიული, ლაღი და გამორჩეული იუმორით სავსე დიალოგები, დახვეწილი (ასე კარგად დავიწყებული) რომანტიზმი და საიდუმლო, რითაც ჩვენს დროში მომხდარი ერთი შეხვედრის ამბავიც მარადიულ საკითხავთა მწკრივში დგება – ასეთია ლაშა თაბუკაშვილის პიესა სადღაც, ცისარტყელას მიღმა. ამ სტილს და ატმოსფეროს მკითხველი და მაყურებელი კარგად იცნობს და მუდმივად ელოდება, როგორც კიდევ ერთ დღესასწაულს თეატრისათვის.

 

პიესის მიხედვით კი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ამავე სახელწოდების სპექტაკლის 15 აპრილს გამართავს.

მსგავსი ღონისძიებები
რადგან ფასებმა პროდუქტებზე ისევ იმატა, ანტონიამ და მის მეზობლად მცხოვრებმა დიასახლისმა სახლს ქვემოთ მდებარე სუპერმარკეტის გაძარცხვა განიზრახეს
თეატრი
შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ტატიანა, კლავდია, გულთმისანი, ვალოდია, როსტომი, სამუელა – კოლორიტული და საოცრად სევდიანი პერსონაჟები შუაგულ იმერეთიდან
თეატრი
სპექტაკლი დრამატული ცირკისა და ტრადიციული თეატრის სინთეზია.
თეატრი
სტატიაში წარმოგიდგენთ სპექტაკლებს, რომელთა ნახვასაც დღეს შეძლებთ რუსთაველის, თუმანიშვილის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, მოზარდ მაყურებელთა თეატრების სცენებზე
თეატრი
კვირის ღონისძიებები