„რუკების“ წიგნის პრეზენტაცია ფაბრიკაში გაიმართება

  20 დეკემბერს ფაბრიკაში ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი და ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი „რუკების“  პრეზენტაცია გამართება.  წიგნი შეიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ. 

 

ამ წიგნს იყენებენ როგორც სასწავლო გარემოში, ისე ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიერ ერთობლივი კითხვისთვის. 55 დიდი რუკა, 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ამ გამოცემაში შესულია საქართველოს რუკაც. წიგნის ყოველ გვერდზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ. „რუკების“ მასალით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა. 

პრეზენტაციაზე გაიმართება სახალისო ვიქტორინა, გათამაშდება პრიზები.

მსგავსი ღონისძიებები
საღამოზე საშუალება გექნებათ ტელესკოპის მეშვეობით დააკვირდეთ სხვადასხვა ციურ ობიექტებს
სხვა ივენთები
პრეზენტაციაზე გაიმართება სახალისო ვიქტორინა, გათამაშდება პრიზები.
სხვა ივენთები
ჰიმნის შემქმნელი ბატონი იოსებ კეჭაყმაძე გახლავთ ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის რეფორმატორი
სხვა ივენთები
შემზარავი დრაკონისა და პატარა, ნაზი გოგონას მეგობრობასა და სიყვარულზეა ეს წიგნი, რომელიც ჯორჯ მარტინთან ერთად, ცნობილმა მხატვარმა ლუის როიომ თავგანწირვის დაუვიწყარ მხატვრულ ტილოდ აქცია.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები