როგორ გავიადვილოთ შვილებთან ურთიერთობა – შეხვედრა ფსიქოლოგთან

   2 მაისს, ჭავჭავაძის #7–ში მდებარე „ბიბლუსი გალერეას“ ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის „დიალოგის“ წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი ესტუმრება.

 

 შეხვედრა საინტერესო იქნება ყველა მშობლისთვის, რადგან გაიგებთ: 

 

  • რისი უფლება უნდა მისცეთ ბავშვს და რისი არა;
  •  როგორ აღმოფხვრათ მათი ჭირვეული ქცევა;
  •  როგორ დაამყაროთ მათთან მეგობრული ურთიერთობა;
  •  როგორ გამოიცნოთ და შესთავაზოთ აქტივობა ისე, რომ მისთვის სასურველი გახდეს;

 

„ბიბლუსი გალერეაში“ გამართული შეხვედრა სიტყვა–პასუხის რეჟიმში გაიმართება. ფსიქოლოგი ბავშვებთან ურთიერთობის კონკრეტრულ შემთხვევებს განიხილავს, უპასუხებს საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს. მშობლებს კი ბავშვებთან ურთიერთობის პრაქტიკულ რჩევებს მისცემს. 

 

მსგავსი ღონისძიებები
15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები – გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 30-წუთიან მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის თეატრის სცენაზე.
სხვა ივენთები
მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მწერლისა და მკვლევარის როსტომ ჩხეიძე წარადგენს.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები