პროექტის - “10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში, ბრმა დეგუსტაცია მიმდინარეობს

   პროექტის - “10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში, ბრმა დეგუსტაცია მიმდინარეობს. როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, ღვინის ექსპერტების მიერ საუკეთესო ღვინოები საბოლოოდ შეირჩევა. მათივე ცნობით, პროექტში ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ” მონაწილეობა ღვინის 40-მა კომპანიამ მიიღო.

“10 ღვინის პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. ღვინის ექსპერტებმა გუშინ დააგემოვნეს ღვინის 5 სახეობა. „წინანდალი“, „რქაწითელი“, „ქისი“, „მწვანე“ და „ტვიში“. დღეს უკვე დააგემოვნებენ ღვინის დარჩენილ სახეობებს, ხოლო უახლოეს მომავალში პროექტის საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი. დეგუსტაციის შედეგად გამოვლინდება 10 ღვინო. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. საზოგადოება აქტიურად არის ჩართული და თვალყურს ადევნებს მას. 150 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა და შეარჩია სასურველი ღვინის სახეობები, ახლა კი ყველაფერი ღვინის ექსპერტებზეა დამოკიდებული. ვნახოთ რომელ ღვინის კომპანიებს შეარჩევენ ისინი“, - განაცხადა „პალიტრა მედიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ანანო თავხელიძემ. 

ღვინის ექსპერტი, კახა ჭოტიაშვილი დარწმუნებულია, რომ შერჩეული ღვინოები საზოგადოების დიდ მოწონებას დაიმსახურებს, ვინაიდან მისი თქმით, მათ შერჩევაში მაღალი დონის პროფესიონალები მონაწილეობენ.

“პროექტი, “10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“, დასასრულს მიუახლოვდა. მე და ჩემმა კოლეგებმა, ღვინის ექსპერტებმა გავსინჯეთ ღვინოები და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, თუ რომელი აღმოჩნდება საბოლოოდ საუკეთესო. შემოთავაზებული ღვინოები ძალიან კარგებია, კონკურენცია მაღალია. იმედი გვაქვს, რომ მომხმარებელს შერჩეული ღვინოები მოეწონება, ვინაიდან ღვინის საუკეთესო ექსპერტები მონაწილეობენ მათ შერჩევაში“, - განაცხადა კახა ჭოტიაშვილმა.

 

„საფერავი“, „ტვიში“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „ქინძმარაული“, „რქაწითელი“, „ხვანჭკარა“, „მუკუზანი“, „ქისი“ და „მწვანე“ - ეს იმ რჩეული სახეობების ჩამონათვალია, რომელიც ფართო საზოგადოების მონაწილეობით გამოვლინდა. ბრმა დეგუსტაცია „ბიბლუსი გარელეაში“ დღესაც გაგრძელდება. ამ დეგუსტაციის საფუძველზე ღვინის ექპერტები გამოავლენენ რჩეულ ღვინის კომპანიებს. 

პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, დეგუსტაციისა და კომპანიების გამოვლენის პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება პროექტის პრომოუშენი და მალე ბაზარზე გამოჩნდება 10 ქართული ღვინოც, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ. საუკეთესო ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5 ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში გაეშვება.

 

Caption

 

მსგავსი ღონისძიებები
25, 27, 28 სექტემბერს და 2, 4 და 6 ოქტომბერს "წიგნის სახლი ბახტრიონზე" - ში " „ემოციური ინტელექტი“ - სალონური საუბრები გაიმართება.
სხვა ივენთები
შემზარავი დრაკონისა და პატარა, ნაზი გოგონას მეგობრობასა და სიყვარულზეა ეს წიგნი, რომელიც ჯორჯ მარტინთან ერთად, ცნობილმა მხატვარმა ლუის როიომ თავგანწირვის დაუვიწყარ მხატვრულ ტილოდ აქცია.
სხვა ივენთები
საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.
სხვა ივენთები
ღინისძიების სტუმარი ზვიად მიმინოშვილი ისაუბრებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921წ.წ.)
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები