პიტერ პენი – ცელქი ბიჭუნა კუნძულიდან ახმეტელის თეატრში დაიდგმება

  პიტერ პენი – ცელქი ბიჭუნა კუნძულიდან ,,არა იყო რა'', რომელსაც ფრენა შეუძლია და რომელიც არასოდეს ბერდება. ფერია წკრინ ბელისა და ვენდის დახმარებით მეგობრებთან ერთად ბოროტ მეკობრეებს ებრძვის. კაპიტანი კაუჭა მრავალი ხრიკის გამოყენებით ცდილობს კუნძული პიტერ პენსა და ბავშვებს დაატოვებინოს, მაგრამ ,,არა იყო რა'' ხომ ზღაპრული კუნძულია, ზღაპრის ბოლო კი ყოველთვის კეთილია. ამიტომ პიტერ პენი მეგობრებთან ერთად ბოროტებას ამარცხებს.

 

მოქმედი გმირნი და შემსრულებელნი:პიტერ პენი - გიორგი ცხადაძე; ვენდი - გვანცა კანდელაკი, შორენა ზუბიაშვილი; ფერია წკრინ ბელი - სოფია სებისკვერაძე, მაიკო ვაწაძე; კაპიტანი კაუჭა - ოთო ჩიქობავა; მეკობრე სტარკი - ვაჟა ციცილოშვილი, მამუკა მაზავრიშვილი; ნენა, ხუჭუჭა - ნიკა კახელი; ცქვიტი - გაგა მახათაძე; ნიანგი - ვასილ შიხაშვილი.

 

პიტერ პენის თავგადასავალი - ჯეიმს მეთიუ ბარის მიხედვით; რეჟისორი - ლაშა გოგნიაშვილი; მხატვარი - მარიკა კვაჭაძე.

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 60 წუთი

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა თვითფრინავი გაიტაცეს, რათა გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან.
თეატრი
"ცოლს აშანტაჟებენ წარსულით, რას იზამს ის? მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ოჯახის ნგრევას გამოიწვევს.
თეატრი
ლეგენდარული ამერიკელი ბალეტმეისტერი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 90 წუთიან წარმოდგენას გამართავს.
თეატრი
საქართველოში ერთი უცნაური სოფელია, სადაც ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მდინარე, მიწა, საფრთხობელა ....
თეატრი
კვირის ღონისძიებები