პიანისტი ალექსანდრე ცომაია სოლო კონცერტს გამართავს

"მუსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის” ღონისძიების ფარგლებში, ალექსანდრე ცომაია, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, 30 ნოემბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ სოლო კონცერტს თბილისში გამართავს. მწერალი ლაშა ბუღაძე კი წაიკითხავს ლექციას -„ფსიქიკური ჯანმრთელობა და მუსიკა“. მოეწყობა ფოტოების გამოფენა, რომელთა ავტორებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არიან. საქველმოქმედო კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარებასა და გაძლიერებას მოხმარდება. ბენეფიციარი ორგანიზაციაა - “ხელი ხელს”, და პროექტის საბოლოო მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების დასანერგად სახლის ყიდვაა, სადაც ადამიანებს თანამედროვე ტიპის მომსახურებას გაუწევენ. იყიდე კონცერტის ბილეთი, მოუსმინე მუსიკას ჩვენთან ერთად, შემოუერთდი ღია მოძრაობას და მხარი დაუჭირე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს #სტიგმისგარეშე.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
2 ნოემბრიდან "მარკეტინგის საერთაშორისო სკოლა" ტრენინგებს ჩაატარებს
სხვა ივენთები
ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი", გამარჯვებული რომანი.
სხვა ივენთები
პროექტი ორ ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ხმის მიცემა, რომელშიც 250 000-მდე ადამიანი ჩაერთო და− 23 ღვინის დასახელებიდან 10 აირჩიეს. ხმას აძლევდნენ როგორც ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, ასევე ფესტივალებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებზე გამართულ ბრმა დეგუსტაციებზე.
სხვა ივენთები
ილიაუნის ბიზნესის სკოლა / Iliauni Business School-სა და ილიაუნის პრე-აქსელერატორ Zoomout-ის ორგანიზებით, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მეწარმე ქალებთან.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები