"პატარა უფლისწული" - მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში

სპექტაკლი წარმოადგენს ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოების –“პატარა უფლისწულის” სცენურ ვერსიას, რომელშიც მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ომი-ყველაფრის დამანგრეველი ძალა უძლურია სიყვარულის წინაშე. მხოლოდ სიყვარული იხსნის მარტოობისა და უსასოობისთვის განწირულ კაცობრიობას.

სპექტაკლის მთავარი გზავნილია წიგნის ავტორისეული ფრაზა, რის გამოც ეს ნაწარმოები ჩემთვის “პატარა სახარებად” იქცა, მარადიული საიდუმლო -“მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ შეუძლია დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი”.

სწორედ ამ ფრაზამ მაპოვნინა მთავარი გასაღები-პატარა უფლისწულს სპექტაკლში განასახიერებს დაბადებიდან მხედველობადაქვეითებული ბიჭუნა მიშო სიხარულიძე, რომელიც, მართლაც, გულით ხედავს და, მისდაუნებურად, ბევრი რამის მასწავლებელია ყოველი “სრულყოფილი” ადამიანისთვის.

ხანგრძლიობა: 130 წუთი, ორ მოქმედებადპრემიერა შედგა: 2016 წლის 15 ნოემბერს

მსგავსი ღონისძიებები
ფსიქოლოგიურ დრამაში ჩაპეკის პერსონაჟები მშვიდობისთვის იბრძვიან
თეატრი
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
თეატრი
ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა, რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება.
თეატრი
კავკასიის მაღალ მთაში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ ქისტები და ხევსურები. ნადირობის დროს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ მუსულმანი ჯოყოლა და ქრისტიანი ზვიადაური.
თეატრი
კვირის ღონისძიებები