ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპის გრანდიოზული პრეზენტაცია "ამირანში" გაიმართა

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა მეორე ალბომისა და ახალი კლიპის გრანდიოზული პრეზენტაცია 19 მარტს, კინოთეტარ "ამირანში" გამართა. ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო, მათ შორის, მომღერელის კოლეგები. რუსა მორჩილაძის სენტიმენტალურ სიმღერაზე შექმნილი ასეთივე ვიდეორგოლი პარიზში გადაიღეს.

 

 

შავ-თეთრი კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, რომლმაც მინიმალისტული კინოხერხებით გადაწყვიტა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება და არ შეცდა, ნამუშევარი მაყურებელს მოეწონა. 

 

"ძალიან მნიშვენელოვანი დღეა ჩემს კარიერაში, რადგანაც ჩემი მეორე ალბომი გამოვიდა, რომელსაც თან ერთვის ჩემი ახალი სიმღერა, ახალი კლიპითურთ, რითაც ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით მათ, ვინც ალბომისა და კლიპის შექმნაში მონაწილეობდა. მადლობა რეჟისორს, ნესტან სინჯიკაშვილს ასეთი არაჩვეულებრივი ნამუშევრისთვის- ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

 

 

 ნესტან სინჯიკაშვილი, რეჟისორი:

 

-პარიზში კლიპის გადაღება ნოდიკოს იდეა იყო. რატომღაც წარმოედგინა, რომ იქ უნდა გადაღებულიყო და, დავთანხმდი, რადგანაც სიმღერა რომ წარმოვიდგინე, ის ქალაქი მართლა ძალიან მოუხდებოდა... თუ რატომ შავ-თეთრი, ზოგადად ძალიან მიყვარს და რომ გამიშვა, მარტო შავ-თეთრ ფილმებს გადავიღებდი... სევდიანი სიმღერაა და მოუხდა პარიზს. 

 

 

ფრაგმენტი ნოდიკო ტატიშვილის მუსიკალური კლიპიდან:

 

 

ლალი ფაცია

 

მსგავსი ღონისძიებები
25 ნოემბერს თბილისი ივენთ ჰოლში რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური შეკრება – European Students For Liberty-ს თბილისის რეგიონალური კონფერენცია გაიმართება
სხვა ივენთები
31 ოქტომბერს ფოტოგრაფი მარი ნაკანი-მამასახლისი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე "კომერციული ფოტოგრაფია".
სხვა ივენთები
საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე – სწორედ ასე გამოიყურება ქართული ღვინის რჩეული სახეობები, რომლებიც ფართო საზოგადოებისა და ღვინის ექსპეტების მონაწილეობით გამოვლინდა
სხვა ივენთები
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები