24 დეკემბერს სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი საშობაო საღამოს აწყობს, ზღაპრული მელოდიებითა და საუცხოო ნოტებით - ბიოლის ორგანიზებით სპეციალურად მოწვეული ნიკოლოზ რაჭველი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოგზაურებთ ზღაპრულ საშობაო დღესასწაულში. ბიოლი ჰოლში არის არაჩვეულებრივი ხედები, საუცხოოდ მომზადებული განსაკუთრებული კერძები და სპეციალურად ბიოლის სტუმრებისთვის დამზადებული ბიო ღვინოები.
ბილეთის ფასი: 595 ლარი (ფასი მოიცავს დღგ-ს)ადგილების რაოდენობა: 70
ფასში შედის: კონცერტი, სადღესასწაულო ვახშამი და ღვინო.
სტუმრების მიღება და ვახშამი დაიწყება 20:00-დან, კონცერტი კი - 21:00-ზე.