ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება

    23 ივნისს ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი" გაიმართება, სადაც შეხვდებით ცნობილ ქართველ მეღვინეებს, მევენახეებსა და რესტორატორებს და შეძლებთ მათ მიერ დაყენებული ღვინისა და კერძების დაგემოვნებას, დამატებით გასინჯავთ ახალბედა მეღვინეების „პირველ მოსავალს“. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამორჩეული ქართული ხელნაკეთი ნივთები. ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი ეძღვნება ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას.

 

ფესტივალის მასპინძელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმი Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: DJ Noxiron, Shako Iashvili

 

ბილეთის ფასი :7 ლარი

 

 

მსგავსი ღონისძიებები
დეტრა ფარი საუკეთესო ბლუზის ქალ ვოკალისტად არის აღიარებული ჩიკაგოში.
ფესტივალი
აქტუალური მუსიკის ფესტივალის რიგით მეორე კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში 30 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალი
ნოსტალგიური 90-იანი წლების ფესტივალი 29 სექტემბერს Alibi Arena-ს ტერიტორიაზე ჩატარდება.
ფესტივალი
უკვე მეორე წელია, რაც Jazz and Wine Kakheti-ის ფესტივალი კახეთში ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, კერძოდ სასტუმრო „Lopota Lake Resort & Spa"- ში.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები