ნანა ცინცაძის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ნანა ცინცაძის გრაფიკული ნამუშევრების პირველ დამოუკიდებელ გამოფენას იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.

 

ნანა ცინცაძის გრაფიკა ფართო მასშტაბში პირველად წარსდგება დამთვალიერებლის წინაშე. ექსპოზიცია მოიცავს საერთო მხატვრული კონცეფციით გაერთიანებულ გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილობით, ღრმა შინაარსითა და ექსპრესიული ხასიათით.

 

1972 წლიდან, ნანა ცინცაძე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 1976-1993 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილებას და დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას. 1971 წლიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, საერთაშორისო ბიენალეებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნანა ცინცაძე არის მრავალი პრემიის მფლობელი. მისი ნამუშევრები დაცულია ლუდვიგის მუზეუმში, (გერმანია) ხელოვნების მუზეუმში (თბილისი), საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, რუსეთისა და იაპონიის კერძო კოლექციებში.

 

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ნანა ცინცაძის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია.

 

გამოფენის გახსნა: 21 დეკემბერი, 18:00 საათი

მსგავსი ღონისძიებები
პატარა გალერეა ალისა ბერგერის გამოფენის ნახვა შეგეძლებათ
გამოფენა
რთ სივრცეში ნახე, შეადარე და შეაფასე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები.
გამოფენა
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ  უგემრიელესი ორგანული პროდუქტები, შეხვდით მეგობრებს.
გამოფენა
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, ,,თანამედროვე ხელოვნების რუკა“.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები