მწერალთა სახლში „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა გაიმართება

   14 თებერვალს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ეკა ქევანიშვილისა და თეა თოფურიას ტექსტების საჯარო კითხვა და განხილვა ფემინისტურ ჭრილში.

 

   პროექტის _ „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ _ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების კიდევ ერთხელ გააზრება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ლიტერატურულ და აკადემიურ წრეებში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას და მის ქცევას თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.

 

შეხვედრის მოდერატორი: ანი კოპალიანი.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. 

 

დასწრება თავისუფალია!

მსგავსი ღონისძიებები
7 საათისთვის სტუმრები ბათუმში გემზე შეიკრიბებიან, რომელიც მწვანე კონცხისკენ აიღებს გეზს.
სხვა ივენთები
borjomistvis.ge საიტის მეშვეობით ორ კლიკში შეგიძლიათ თქვენს ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სახელზე დარგოთ ცოცხალი ნაძვის ხე და ბუნებასაც გაუკეთოთ საახალწლოდ საჩუქარი.
სხვა ივენთები
გაეცანით ისტორიას, დამზადების ტექნოლოგიასა და ბევრ სხვა საინტერესო ინფორმაციას სპეციალისტთან, ნიკა ნატროშვილთან ერთად.
სხვა ივენთები
ია კარგარეთელის რომანის "სხვა უდაბნოს საიდუმლო", პრეზენტაცია.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები