გრძელდება ქალთა ფონდისა და მწერალთა სახლის პროექტი "ფემინისტური კითხვა". 5 მარტს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში პროექტის შემდეგი შეხვედრა გაიმართება ანა კორძაია-სამადაშვილთან.
პროექტის _ „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ _ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების ხელახალი გააზრება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ლიტერატურულ და აკადემიურ წრეებში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი.
გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას და მის ქცევას თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.
შეხვედრის მოდერატორი: თამთა მელაშვილი
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.
შეხვედრების მედია პარტნიორია ჟურნალი ლიბერალი
დასწრება თავისუფალია!